კულტურა
05.05.2022 14:27
გაუფრთხილდი გარემოს, გადაარჩინე ტყე, გადაცვალე მაკულატურა წიგნებზე ან თანხაზე - „ლიტერატურული გაჩერება“ გორში

გამომცემლობა პალიტრა L–ის პროექტის - „ლიტერატურული გაჩერება“ ფარგლებში, გორში აქცია იმართება. დღეს, 5 მაისს, უპრეცენდენტო შეთავაზებით ისარგებლონ - მიიტანონ მაკულატურა სტალინის #16-ში (გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობა) და გადაცვალონ როგორც წიგნებზე, ისე თანხაზე. 1კგ. მაკულატურა უდრის 1 ნერგ ქულას ან 25 თეთრს.

„ამ აქციის ფარგლებში „ნერგი ბარათი“ არ გჭირდებათ, რადგან აქვე გადმოგცემთ სპეციალურ კუპონს, რომელსაც ახალ წიგნებზე გაცვლით. წიგნების არჩევანი დიდია - რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ, იჩქარეთ, გადააწყეთ ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები და გაცვალეთ ახალ წიგნებზე. გაუფრთხილდით გარემოს, გადაარჩინე ტყე, ჩააბარე მაკულატურა და განაახლე ბიბლიოთეკა“, - აღნიშნა ,,გორის მაცნესთან“ პროექტის მენეჯერმა დეა ნარიმანიძემ.

კვირის ამბები