საზოგადოება
05.05.2022 12:23
გორში, ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების და ტროტუარების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური ბოძკიტების მონტაჟი მიმდინარეობს
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, გორში, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლებულ ტროტუარებზე დამცავი ბოძების მონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მანქანების პარკირების შედეგად ტროტუარების დაზიანებისგან დასაცავად, მოძრაობის შემზღუდავი, სპეციალური ბოძკიტები სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მოეწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში, სტალინის ქუჩაზე, გარეგანათების საყრდენი ბოძების სამღებრო სამუშაოებიც მიმდინარეობს.
კვირის ამბები