ბოლო ორი დღის განმავლობაში, „იავნანას“ სამშობიაროში ათი ბავშვი დაიბადა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ავრცელებს. როგორც „გორის მაცნეს“ კლინიკის სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვასიკო სიმონიამ განუცხადა, ყველა ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და დედასთან ერთად, „იავნანას“ უახლოეს ორ დღეში დატოვებს.
სიმონიას თქმით, მშობიარეთა ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, ნაწილი კი - ხაშურსა და ქარელში ცხოვრობს.
როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყოველწლიურად „იავნანაში“ ათასამდე ბავშვი იბადება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში