გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა, 3 პირველი, 1 მეორე და 5 მესამე ადგილი დაიკავეს, ბორჯომში გამართულ ტურნირზე - „ბორჯომის მერიის თასი“.
როგორც ცნობილია, შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა. 2004-2005 წლებში დაბადებულებს შორის, შეჯიბრების გამარჯვებულის სტატუსი დავით ქარელმა (60 კგ), ხოლო ამავე წონაში მესამე ადგილის მფლობელის ტიტული ნუგზარ ბუჯიაშვილმა მოიპოვა.
2006-2008 წლებში დაბადებულებს შორის კი, პირველ ადგილებზე გავიდნენ: ირაკლი მარკოზაშვილი (46 კგ) და გიროგი ბაბუციძე (55 კგ). მეორე ადგილი დაიკავა - ლუკა დათაშვილმა (50 კგ). კვარცხლბეკის მესამეზე საფეხურზე კი, დათო სადაღაშვილი (46 კგ), საბა ბარიშვილი (55 კგ), ილია ყველაშვილი (66 კგ) და ნოდარ კობალაძე (+73 კგ) ავიდნენ.
ამავე ტურნირში მონაწილეობდნენ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებიც, მათგან ერთმა პირველი და ერთმაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გიორგი ხარიბეგაშვილი (38 კგ) გავიდა, მეორე ადგილის მფლობელი კი დათა ხარიბეგაშვილი (34 კგ) გახდა.