გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, - აღნიშნულ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს და წყლის ჭავლით გადარეცხეს ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.
„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ, ტრადიციულად, დასუფთავების აქცია მოაწყო გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები. გამოიცვალა საგზაო უსაფრთხოების დაზიანებული სარკეები“, - ნათქვამია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები.