ტურიზმი
04.05.2022 14:48
2022 წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტს 28 864 ვიზიტორი ეწვია
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 12 765 ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, წყაროს ცნობით, ჯამში, გასული ოთხი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 28 864 დამთვალიერებელი სტუმრობდა. აქედან 22 955 უცხოელი გახლდათ.
„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალი - 4457 , მარტში კი, 6 674 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 5910 მათგანი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი უამინდობის გამო აქტიურად ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატებასთან ერთად ვარაუდობენ.
კვირის ამბები