დღეიდან, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გასული წლების მსგავსად, საჯარო კონსულტაციები, გორის მუნიციპალიტეტში შემავალ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. პროგრამის ფარგლებში, პირველი შეხვედრა 10 მაისს, 13:00 საათზე, საკრებულოს შენობაში, სტალინის გამზ #16-ში გაიმართება. ამავე დღეს, შეხვედრა ჩანიშნულია წმინდა წყლის ადმინისტრაციულ შენობასა (16:00 საათზე, ცხინვალის #32ა) და კომბინატის კლუბშიც (18:00 საათზე, მშვიდობის გამზ #12ა).
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, 2023 წლისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში 3 000 000 ლარია გამოყოფილი.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო ბიუჯეტი“ დემოკრატიული პროცესია და მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თავად დაასახელონ, რა არის მათ ადმინისტრაციულ ერთეულში ყველაზე მნიშვნელოვანი და რაში გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში