საზოგადოება
04.05.2022 11:57
„თავისუფალი საქართველო“ - გორის უნივერსიტეტი ესსეების კონკურსს აცხადებს
სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის აცხადებს ესსეების კონკურსს - „თავისუფალი საქართველო“.
როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების წახალისება.
„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი განაცხადი და ნაშრომი უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურში. საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალური, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. ესეს მოცულობა არ უნდა იყოს 120 სიტყვაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. პლაგიატის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან“, - აცხადებენ გორის უნივერსიტეტში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული ავტორების ვინაობა 2022 წლის 26 მაისს გახდება ცნობილი.
პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით.
კვირის ამბები