სპორტი
04.05.2022 10:18
„დილას“ ორგოლიანი გამარჯვება და „ტორპედოს“ მარცხი

ეროვნული ლიგის XI ტურის მატჩი შინ გამართა გორის „დილამ“. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორელები ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ.

„დილამ“ უპირატესობა მატჩის დაწყებიდან მალევე მოიპოვა და მე-11 წუთზე ვაგნერ გონსალვეშის გოლით დაწინაურდა.  

მატჩის საბოლოო ანგარიში კი, დამატებით დროში დაფიქსირდა, 94-ე წუთზე, ჰაჯი დრამეს პასის შემდეგ, თამაზ მაქაცარიამ მეორე გოლი გაიტანა და 2:0.

„დილა“ სატურნირო ცხილში მეორე ადგილს იკავებს. გორელები მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

კვირის ამბები