საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება. უწყების ცნობით, მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს მიაწვდიან.
დღეს, 3 მაისს, პირველი დღეა, როცა ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები არ განახლებულა.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 221 დადებითი შემთხვევა. ქვეყანაში COVID 19-ით გარდაცვლილია 16 811 ადამიანი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში