პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გარძელდება. როგორც ცნობილია, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ.გვერდზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
რაც შეეხება საგამოცდო პროცესისთვის გათვალისწინებულ დროს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, 2022 წელს ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს. თითოეული ტესტის მაქსიმუმად განისაზღვრა 30 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი, მაქსიმალური ქულის 15% იქნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში