საზოგადოება
03.05.2022 13:16
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მსოფლიო 3 მაისს აღნიშნავს.
1991 წლის 3 მაისს, აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს, რომ პრესის თავისუფლება და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა მოეხდინათ.
ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ორი წლის შემდეგ,1993 წლის 21 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, 3 მაისი დადგენილიყო საერთაშორისო თარიღად - თავისუფალი პრესის მსოფლიო დღედ.
კვირის ამბები