საქართველოს ეროვნული ლიგა 1-ში 10 გუნდი ასპარეზობს და წლის განმავლობაში 4 წრედ ტარდება. ყოველი წრის დასრულების შემდეგ, შეჯიბრების ორგანიზატორები აქვეყნებენ სიმბოლურ ნაკრებს, სადაც პოზიციების მიხედვით, მათი აზრით გამორჩეული ფეხბურთელები განლაგდებიან.
ამ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და სეზონის პირველი სიმბოლური ნაკრებიც გამოქვეყნდა. მასში, გორის „დილადან“ ორი ფეხბურთელი შეიყვანეს, ორივე მცველია - გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერი, მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა და ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე.
სიმბოლურ თერთმეტეულში, ყველაზე მეტი - 4 ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდანაა“, „დილას“ მსგავსად, 2 ფეხბურთელი მოხვდა „საბურთალოდან“, თითო - „თელავიდან“, „გაგრადან“ და ბოლნისის „სიონიდან“.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს