კულტურა
03.05.2022 12:08
გორის თეატრის სკვერში ამერიკული ჯაზ-ბენდი კონცერტს გამართავს

ამერიკული ჯაზ-ბენდი - „Rhine River Ramblers“, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში 4 მაისს კონცერტს გამართავს.

მუსიკალური წარმოდგენა 16:30 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, კონცერტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ასევე უკრაინის სოლიდარობის ნიშნად დაიგეგმა.

ამერიკული სამხედრო ჯაზ-ბენდი კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება. ღონისძიებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული.

ამასთან, კონცერტის დაწყებამდე, „Rhine River Ramblers“ წევრები გორის საჯარო ბიბლიოთეკაში სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრას გამართავენ.

კვირის ამბები