საზოგადოება
03.05.2022 11:03
უკრაინის გენერალური პროკურორი - დაიღუპა 220 ბავშვი და დაშავდა 406, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო

უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაყოფების შეჭრის შემდგომ მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად 220 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო.

„ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 220 ბავშვი და დაშავდა 406. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

გუშინ, ოდესაზე განხორციელებული რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიდევ ერთი მოზარდი - 14 წლის ბიჭი დაიღუპა.

 

კვირის ამბები