საზოგადოება
02.05.2022 17:46
გორის მერიის თანამშრომელმა შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ბექა ასანიძემ, შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ადამიანთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ პროექტში გაიმარჯვა.

ასანიძემ „ადგილობრივი დემოკრატიის  ჩემპიონის“ ტიტული პროექტის 22 მონაწილეს შორის მოიპოვა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში თურქეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თითოეული ქვეყნის გუნდის წევრები ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური თანამდებობის პირები (მუნიციპალიტეტებიდან) გახლდნენ. რაც შეეხება პროგრამის მიზანს, სექტორთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესება, შვედეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ამ გამოცდილების მუნიციპალურ დონეზე დანერგვა გახლდათ.  

კვირის ამბები