პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გარძელდება. როგორც ცნობილია, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ონლაინ (ვებგვერდზე - vet.emis.ge), ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2022 წელს, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ორასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.
როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, გაორმაგებულია ადგილების რაოდენობა ინტეგრირებულ პროგრამებზე, რაც იმას გულისხმობს, რომ 9 კლასის დასრულების შემდეგ, მოზარდებს სრული ზოგადი განათლების მიღებისა და პარალელურად, პროფესიის შეძენის შესაძლებლობა აქვთ. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, 1400 ადგილია გამოყოფილი სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულ პირებს, გორში პროფესიული განათლების მიღება ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეუძლიათ - კოლეჯი „განთიადი“ და სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი.