საზოგადოება
02.05.2022 12:55
სამაცივრე ან მშრალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა იწყება
სამაცივრე ან მშრალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნით დაინტერესებულ პირებს სოფლის განვითარების სააგენტო ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას სთავაზობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ფერმერებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა 16 მაისიდან ექნებათ.
„თუ გსურთ მიღებული მოსავლის შენახვა და სამაცივრე ან მშრალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნა, შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროგრამა ითვალისწინებს პროექტის ჯამური ღირებულების 40% თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარს. პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 16 მაისს და 30 მაისს დასრულდება“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები