ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 221-ს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი დაგარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში ვირუსს 16 811 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 2, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 091, საიდანაც 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა უტარდება 67 პაციენტს.