23.12.2019 14:36
გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 10 წლის გოგონა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, მოზარდი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, პაციენტს აღენიშნება ქალა- ფუძის მოტეხილობა და სხეულზე ექსკორაციები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე გადაუდებელი დახმარების პარალელურად, დაწყებულია ყველა საჭირო კვლევა. გამოკვლევების დასრულების შემდეგ, დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით გვექნება უფრო კონკრეტული ინფორმაცია“, - განაცხადა „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.