საზოგადოება
02.05.2022 11:16
პირბადის ტარება დღეიდან მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო

პირბადის გამოყენების რეგულაცია შეიცვალა, დღეიდან, პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებშია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღაარიბაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, დღეიდან მოიხსნა ყველა სხვა რეგულაცია.

„ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ყველა სხვა რეგულაცია დღეიდან მოიხსნა. ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა, მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნა სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა სააქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები