საინტერესო ამბები
29.04.2022 15:51
ლეგენდარული The Ellen Show მაყურებელს ემშვიდობება

ამერიკული ტელეშოუ The Ellen Show ეთერში აღარ გავა, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა და გადაცემის პროდიუსერმა ელენ დეჯენერესმა სოციალურ მედიაში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

ელენ დეჯენერესის ინფორმაციით, „ელენის შოუს“ ბოლო ეპიზოდი 26 მაისს გავა ეთერში და ამით დასრულდება 19-წლიანი ისტორია.

„დღეს ჩვენ The Ellen Show-ს ბოლო ეპიზოდი ჩავწერეთ, რომელიც ეთერში 26 მაისს გავა.

როდესაც ეს შოუ დავიწყეთ 2003 წელს, არ არსებობდა აიფონები, სოციალური მედია, არ არსებობდა გეი ქორწინება, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ცვლილების მომსწრე, ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერაც უარესობისკენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ხდებოდა, ჩემი მიზანი იყო ხალხისთვის ჩემი შოუ ყოფილიყო ადგილი, სადაც მათ ყოველთვის შეეძლებოდათ ერთად მოსვლა და ერთი საათი სიცილი. ვყოფილიყავი თქვენი ცხოვრების ნაწილი ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა“, - წერს ელენ დეჯენერესი ინსტაგრამზე.

The Ellen Show პირველად ეთერში 2003 წელს გავიდა.

კვირის ამბები