ტურიზმი
29.04.2022 13:12
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობამ იმატა, თუმცა, იმ ნიშნულზე არ ვართ, რაც 2019-ში გვქონდა - მუზეუმის დირექტორი

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობამ იმატა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ნიშნულზე არ ვართ, რაც 2019-ში გვქონდა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ მუზეუმის დირექტორმა განუცხადა.

ბადრი გასპაროვის თქმით, დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას მაისიდან ელიან.

,,მოგეხსენებათ, იანვარ-თებერვალი და მარტიც, გარკვეულწილად პასიური პერიოდია ტურიზმისთვის, მიმდინარე თვიდან კი შესამჩნევად იმატა ვიზიტორთა რაოდენობამ. ამ ეტაპზე, დღიურად, საშუალოდ, 200, 300, ზოგჯერ 400 ვიზიტორსაც ვმასპინძლობთ, სტუმართა რაოდენობა დამოკიდებულია ამინდზე, ტემპერატურაზე, კვირის დღეებზე, მაგალითად, შაბათ-კვირას ყოველთვის მეტი ვიზიტორი გვყავს, დღეში 400-მდე. ბუნებრივია, ეს ციფრი ურიგო არ არის აპრილის თვისთვის, მაგრამ ნამდვილად ვერ გაუტოლდება პანდემიამდე არსებულ ვითარებას, როცა დღეში 1000-მდე ტურისტს ვიღებდით. გვაქვს მოლოდინი, რომ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, მაისიდან მოიმატებს ვიზიტორთა რაოდენობა. რაც შეეხება უფრო აქტიურ ქვეყნებს, ამგვარად ვერ გამოვყოფთ, შერეულადაა ვიზიტორთა ჯგუფები, როგორც ადგილობრივები, ასევე ქვეყნის გარედან შემოსული ტურისტული ჯგუფები. ერთი რომელიმე ქვეყნის ვიზიტორები რაოდენობრივად გამორჩეული არ არის“, - განაცხადა ბადრი გასპაროვმა.

კვირის ამბები