სპორტი
29.04.2022 12:48
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართება
,,მხიარული სტარტები“ იწყება. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებები სამ ასაკობრივ ჯგუფში, 16 მაისიდან 22 მაისამდე მოეწყობა. რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, სპორტულ მარათონში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები მიიღებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „მხიარული სტარტების“ ფინალური შეხვედრა, გორში, სპორტის სასახლეში გაიმართება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებულ აქტივობას, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, მხიარული სტარტების ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.
კვირის ამბები