საზოგადოება
29.04.2022 11:01
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 148 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 945-ს.

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარაში - 5, იმერეთში - 27, ქვემო ქართლში - 8, შიდა ქართლში - 4, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 7, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 312, საიდანაც 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 016 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

კვირის ამბები