გორში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო გზის მიწისქვეშა გასასვლელის კედელზე ახალი სტენსილი გამოჩნდა - ახალგაზრდა ქალი, სუპერშესაძლებლობებით.
ახალგაზრდა მხატვარმა, მარიამ შალამბერიძემ მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, რაც შეეხება პროექტის ორგანიზატორებს, აქტივობა „ახალგაზრდა ფემინისტების“ მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც პროექტის განმხორციელებელ ორგანიზაციაში განმარტავენ, ახალი სტენსილი გვახსენებს, რომ გოგონებს ყველაფერი შეუძლიათ!
პროექტი ორგანიზებულია კამპანიის „ცოდნა მიცავს მე“ ფარგლებში. კამპანიას ახორციელებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტები“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში