საზოგადოება
28.04.2022 15:39
28 აპრილი შრომის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო დღეა

ყოველწლიურად, 28 აპრილს, სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღის დაარსების მიზანია პროფესიული უბედური შემთხვევებისა და დაავადებების პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა.

„ეს არის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას პრობლემის სიმძაფრესა და  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კულტურის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე, რათა შემცირდეს სამსახურთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და დაზიანების რაოდენობა. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2003 წლის 28 აპრილიდან აღნიშნავს რა, შრომის დაცვის დღეს, ხელს უწყობს პროფესიული უბედური შემთხვევებისა და დაავადებების პრევენციას“, - ნათქვამია გაეროს მიერ მიღებულ დებულებაში.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როცა, შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო, სხვადასხვა სამუშაოზე დასაქმებული არაერთი პირი დაშავდა.

 

კვირის ამბები