ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს, - ამის შესახებ BBC წერს და ქართული ფხლის ასორტის ფოტოებს აქვეყნებს.
პოპულარული გამოცემა მსოფლიოს ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერის შესახებ უყვება და BBC-ის აუდიტორიას მრავალფეროვან ვეგეტარიანულ ფხალეულთან ერთად, ქართული სამზარეულოს სხვა კერძებსაც აცნობს.
სტატიის ავტორმა, სარა ფრიმენმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ტურში იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურას და სამზარეულოს გაეცნო.
სტატიაში აღწერილია ქართული კერძები, სხვადასხვა ქალაქის ბაზრები, კვების ობიექტები სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარი-მარტის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება