გორის ძიუდოს კლუბი „ვიპ ძიუდო“ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ჭაბუკთა ლიგის ფინალურ ბლოკში გავიდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 62 კლუბი მონაწილეობდა. ფინალურ ბლოკში საგზურის მიღება კი, მხოლოდ 8 გუნდს შეეძლო. ისინი მომდევნო ეტაპზე უკვე პირველობისათვის იბრძოლებენ.
„ვიპ ძიუდომ“ „მუხრანს“ და „შავ ავაზას“ ერთნაირი ანგარიშით 3:0 მოუგო, 3:1 სძლია „ჯორჯიას“ და მხოლოდ ერთ დაპირისპირებაში დამარცხდა „ბაგრატთან“ - 2:3.
გორის გუნდი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე გახლავთ დაკომპლექტებული. ჭაბუკთა ლიგაში „ვიპ ძიუდომ“ შემდეგი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა: საბა საბაშვილი, ნუგზარ როინიშვილი (ორივე - 55 კგ.), ლუკა უხურგუნაშვილი, გუჯა ტიელიძე (ორივე - 60 კგ.), მურად ერისთავი, ილია ყველაშვილი (ორივე - 66 კგ.), გიორგი პაპუკიშვილი, გიორგი ზურაბაშვილი (ორივე - 73 კგ.) და ნოდარ კობალაძე, გოგა ასკილაშვილი (ორივე +73 კგ.).
ჭაბუკთა ლიგის ფინალურ ბლოკში კი, პირველობისთვის „ვიპ ძიუდო“ და კიდევ 7 კლუბი იბრძოლებს.