საზოგადოება
28.04.2022 11:41
გორში, 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩებზე.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, ასევე მოეწყობა ბორდიურები და მოასფალტდება ეზოებში შესასვლელები.

ერთმანეთზე გამავალ აღნიშნულ ქუჩებს ორ ათეულ წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

პროექტის თანახმად, სამუშაოები მაისში დასრულდება.

კვირის ამბები