ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის აღზრდილებმა ესტონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში საქართველოს ჭაბუკთა გუნდი სულ 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და აქედან 3 სწორედ სხირელის სკოლის წარმომადგენელი გახლდათ, კვარცხლბეკზე ადგილის დაკავება კი სამივემ შეძლო.
პირველ ადგილებზე გავიდნენ: ზურაბ კეკელაშვილი (57 კგ.) და დავით ჭეჭელაშვილი (65 კგ.), ბრინჯაოს პრიზიორი კი ნიკა ბერიანიძე (57 კგ.) გახდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს