საზოგადოება
28.04.2022 11:14
მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ხორციელდება მოქმედი ბაღების რეაბილიტაციაც - გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ხორციელდება მოქმედი ბაღების რეაბილიტაციაც, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღ გარემოში ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და განათლების მიღებისთვის საჭირო ყველა პირობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პრემიერის ინიციატივის განხორციელებას.

გორის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ხორციელდება ასევე არსებული ბაღების რეაბილიტაციაც.

უწყების მიზანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღ გარემოში ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება.

გორის მერია შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს სკოლამდელი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.

კვირის ამბები