წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ახალი წლის დღესასწაული, ტრადიციულად, მრავალფეროვან სუფრას უკავშირდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი, ხორცპროდუქტების შეძენაა.
GMnews-ი დაინტერესდა, რა ღირს პროდუქტები გორის ბაზარში ახალი წლის დადგომამდე 1 კვირით ადრე. ამჯერად წარმოგიდგენთ ხორცპროდუქტების ფასებს.
ხორცის პროდუქტები:
ინდაური - 70-80 ლარი;
საქონლის ხორცი – 17 ლარი (საუკეთესო);
საქონლის ხორცი – 15-16 ლარი (კარგი);
ღორის ხორცი – 12 ლარი (სალით);
ღორის ხორცი – 15 ლარი (სალის გარეშე);
საქონლის ხორცის ფარში - 20 ლარი;
ღორის ხორცის ფარში - 18 ლარი;
ფარში შერეული, სალაგარეული - 12 ლარი;
საქონლის გულ-ღვიძლი - 6 ლარი;
ღორის გულ-ღვიძლი - 7-8 ლარი;
ცოცხალი გოჭი - 12 ლარი (1კგ);
ქათამი – 20 ლარი (დედალი);
ვარია – 12 ლარი;
ბუნებრივია, ბაზარში პროდუქტების შეძენისას შევაჭრებით ფასის დაკლებაც შესაძლებელია, ამიტომ ნუ ისარგებლებთ იმ ფასების ცხრილით, რომელიც GMnews-ს გორის ბაზარში მოვაჭრეებმა მიაწოდეს და ეცადეთ, პროდუქტები უფრო დაბალ ფასად შეიძინოთ.
უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ფასებს სხვა პროდუქტებზე.