საზოგადოება
28.04.2022 10:55
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი 132 ახალი შემთხვევიდან, ინფიცირების 11 ფაქტი შიდა ქართლში დადასტურდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 797-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი დაკორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში საქართველოში ვირუსს 16 805 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა საქართველოში არის 1 446, საიდანაც 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა უტარდება 70 პაციენტს.

კვირის ამბები