საზოგადოება
27.04.2022 11:23
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 290 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 665-ს.

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარაში - 4, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 14, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 18, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -4, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 649, საიდანაც 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 342 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

კვირის ამბები