დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, უწყება, იძულებით გადაადგილებულ 159 პირს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ხელის ტრაქტორებს, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებსა და მრავალწლიანი კულტურის ნერგებს შეუძენს.
„პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დაინტერესებულ პირებს, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა სია შეუძლიათ იხილონ ელექტრონულ მისამართზე: idp.gov.ge/statement-88/“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში