საზოგადოება
23.12.2019 11:40
ბერბუკის ხიდი გაიხსნა - მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა აღარ მოუწევთ
გორი-მეჯვრისხევის შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზის მეორე კილომეტრზე, მდინარე თორთლაზე არსებული გადასასვლელი ახალი ხიდი გაიხსნა. ხუთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, მოძრაობა სრულად აღდგა და ბერბუკის, ხელთუბნის, თორტიზის, კვარხეთის, ზერტის, მეჯვრისხევისა და მიმდებარე სოფლების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეუზღუდავად, შემოვლითი გზით სარგებლობის გარეშე აღდგა.

ცნობისთვის, მდინარე თორთლაზე სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობის გამო, გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა და მძღოლებს ავტობანის გავლით, შემოვლითი გზით უწევდათ სარგებლობა. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.
კვირის ამბები