საინტერესო ამბები
26.04.2022 16:01
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 119 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანე ტანაკა - მსოფლიო მასშტაბით უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა, იაპონელი ქალი 119 წლის იყო, - ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კანე ტანაკას გარდაცვალების ფაქტს იაპონიის ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ და დაადასტურეს, რომ ქალი მიმდინარე წლის 19 აპრილს დაღუპა.

ტანაკას გარდაცვალების ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა გინესის რეკორდების წიგნის ადმინისტრაციიდანაც. „ის მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 2019 წლის იანვარში, 116 წლისა და 28 დღის ასაკში გახდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ტვიტში. ამ ეტაპზე, გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ტიტულის ახალი მფლობელის ვინაობას ადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს, ქალი ხშირად ავადმყოფობდა და რამდენჯერმე საავადმოყოფოშიც მოხვდა.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო და არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა.

კვირის ამბები