სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, კენკროვანი კულტურების აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის მიზნით, 3 მაისიდან შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამით.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მაცივრების ღირებულების 80%-ით თანადაფინანსებას (არაუმეტეს 80 000 ლარს) მიიღებენ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები უნდა იყოს გაშენებული პროგრამის - „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში და ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰექტარს.
დაინტერესებულ პირებს, პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ბმულზე: cooperatives.rda.gov.ge