უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში. ვლადიმერ კვირიკაშვილის ოჯახში აღდგომის დღესასწაულზე სტუმრადმყოფი ნათესავი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. დაშავებულის ახლობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
თანასოფლელების თქმით, კვირიკაშვილის ოჯახის წევრები და სტუმრადმყოფი ნათესავები საფლავზე იმყოფებოდნენ, შემთხვევა სასაფლაოდან შინ დაბრუნების შემდეგ მოხდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში