საზოგადოება
26.04.2022 12:25
ძევერის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია გაკვეთილების ჩატარებას V, VI, VII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს და კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 180 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 30 აპრილს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 2 მაისია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები