26-დან 28 აპრილის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში მზიანი ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი.
29 აპრილს ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე ნალექი.
მზიანი ამინდი და +23 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი შაბათს, 30 აპრილს.
1-ლი მაისიდან 5 დღის განმავლობაში კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ტემპერატურის თითქმის 10 გრადუსით კლება, პერიოდულად ღრუბლიანობა და წვიმა.
მომდევნო კვირაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა ნავარაუდევია 2 და 5 მაისს, +16 გრადუსი. მეტეოროლოგების ცნობით, აღნიშნულ დღეებში გორში იწვიმებს და მოსალოდნელია ქარიც 11-12 მ/წ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში