საზოგადოება
24.04.2022 23:10
უკრაინიდან ჩამოსულ გორში მყოფ ოჯახებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვდა

ოჯახებს, რომლებიც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ და ამჟამად გორში იმყოფებიან, გორის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და სასურსათო პაკეტები გადასცა.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა,

კვირის ამბები