საზოგადოება
21.04.2022 15:07
მეღვრეკისის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 320-330 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 2022 წლის 15 ივნისს ეწურებათ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 5 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები