საზოგადოება
21.04.2022 12:24
დღეს დიდი ხუთშაბათია, მორწმუნე ქრისტიანები ტაძრებში თორმეტგზის სახარების კითხვას ესწრებიან

დღეს დიდი ხუთშაბათია, ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება.

დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანვას, გეთსამანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში თორმეტგზის სახარება იკითხება, რა დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

კვირის ამბები