დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სოფლად სახლს, კიდევ 800-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დევნილები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ.
უწყების ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულისთვის, ოჯახებს ექვსთვიანი ვადა უკვე მიეცათ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ 2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 6000-მდე ოჯახი განსახლდება.
დაინტერესებულ პირებს, დევნილი ოჯახების სიის გაცნობა რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდისშემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: https://idp.gov.ge/statement-87/