საზოგადოება
21.04.2022 12:13
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის უკვე 20 მილიონი ლარის ღირებულების სესხებია გაცემული - სახელმწიფო პროგრამა გრძელდება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, ღირებულების სესხებია გაცემული.

როგოც უწყებაში აცხადებენ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემა გრძელდება და პროექტის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტის დეტალებს, როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, უწყება, ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას განახორციელებს, წლიური9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა კი, 18%-ით არის დადგენილი.
პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

„ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები