საზოგადოება
21.04.2022 11:50
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების ფაქტები

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 223 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 915-ს.

საიტის ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 399 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 990-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარაში - 7, იმერეთში - 26, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 16, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 8, კახეთში - 16, მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 105, საიდანაც 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 764 პირი კი, მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Stopcov.ge-ს ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.87%, ბოლო 14 დღის - 1.26% ხოლო 7 დღის - 1.16%.

კვირის ამბები