20.04.2022 16:59
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება
სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და ტყვიავში წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.
მერიის ინფორმაციით, სოფლებში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას.
ამ ეტაპზე, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - კოშკებსა და რიეთში მოსახლეობა წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს, ტყვიავს კი სასმელ წყალი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ამ სოფლების მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ტყვიავის, კოშკებისა და რიეთის გარდა, წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს უფლისციხეში, დიცსა და შინდისშიც. პროექტები გარდამავალია, სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.