საზოგადოება
20.04.2022 16:01
24-25 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო გორის სასაფლაოს მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს

„24-25 აპრილს, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსენების დღეს, 08:00-18:00 საათებში, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, სასაფლაოს მიმართულებით, უფასოდ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას“, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, ასევე ავრცელებს მარშრუტების ჩამონათვალს, სადაც ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.

ვერხვების დასახლება: მამარდაშვილის მემორიალიდან - კვერნაქის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის  მიმდებარედ;

კომბინატის დასახლება: ცენტრალური მოედანი - კვერნაქის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მიმდებარედ;

წმინდაწყლის დასახლება: ყიფიანის და ნადირაძის ქუჩების კვეთა - კვერნაქის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის  მიმდებარედ;

ჭალის დასახლება: მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ - კვერნაქის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის  მიმდებარედ.

ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ყველა მარშრუტი შუალედურ გაჩერებას გააკეთებს სამებისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე. როგორც ცნობილია, ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.

ამასთან, მგზავრობა უფასო იქნება მხოლოდ მითითებულ მარშრუტებზე, ხოლო ყველა სხვა მარშრუტზე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეული რეჟიმით 07:00-დან 20:00 საათამდე და დადგენილი ტარიფით.

კვირის ამბები